სამოქალაქო განათლების ტესტის სტრუქტურა
ტესტი შედგება 30 დავალებისაგან.
მაქსიმალური ქულა –
60.
მინიმალური ზღვარი –
16 ქ.
გამოცდის დრო –
2.5 საათი.
ტესტის სტრუქტურა:
·
პირველი
14–15
კითხვა ამოწმებს აბიტურიენტებში ტერმინების და ძირითადი განმარტებების ცოდნას. თითოეული ეს დავალება ფასდება 1 ქულით;
·
დავალებების ერთი ჯგუფი ეხება ილუსტრაციების ანალიზს (სიმბოლოების, ფოტოების ამოცნობა). აქ არის, როგორც დახურული, ისე ღია კითხვები (4–5
ქ.);
·
რუკის ანალიზი. აბიტურიენტმა უნდა იცოდეს, სად მდებარეობს ძირითადი ქვეყნები მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და კითხვის შესაბამისად დაადგინოს თუ როგორი განვითარების ხარისხით გამოირჩევიან ისინი რომელიმე კონკრეტულ სფეროში (3 ქ.);
·
პროექტის შედგენა. მოცემულია კონკრეტული პრობლემა. პროექტის მიზანი განსაზღვრულია და დავალება მითითებული. პრობლემის გადასაჭრელად აბიტურიენტმა უნდა დასახოს ამოცანა და მოიფიქროს მისი განხორციელების გზა (4 ქ.);
·
არგუმენტირებული მსჯელობა. მოცემულია სადისკუსიო თემა. აბიტურიენტმა უნდა მოიყვანოს ორი გასამყარებელი და ორი უარმყოფელი არგუმენტი (4 ქ.);
·
წყაროს ანალიზი. მოცემულია ტექსტი ფოტოებით, რომელიც გვეხმარება მის გააზრებაში. ფოტოებზე და ტექსტზე დაყრდნობით აბიტურიენტმა პასუხი უნდა გასცეს კონკრეტულ კითხვებს (14–15 ქ.);
·
შეცდომების გასწორება. ტექსტში არის განგებ დაშვებული შეცდომები. აბიტურიენტის ამოცანაა იპოვოს თითოეული მათგანი და შეასწოროს ისინი (11 ქ.);
·
დიაგრამა და სტატისტიკის ანალიზი (2 ქ.);
·
შესაბამისობის დადგენა (2 ქ.)
P. S. თუმცა ტესტის ყოველი კონკრეტული ჯგუფი, თავის მხრივ მოითხოვს უფრო დეტალურ გააზრებას და შესწავლას. იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ , რომლემსაც უნდათ, რომ სერიოზულად მოემზადონ ამ საგანში და მიიღონ მაღალი შედეგები დაგვიკავშირდით ტელ: 2225312 ან 598250304
No comments:
Post a Comment