საინტერესო აზრები და რჩევები

რამდენიმე ხერხი ფსიქოლოგიიდან, რომლებიც სასარგებლოა, რომ იცოდეთ! ხშირად არის, რომ ჩვენი ქცევის სტილი საგრძნობ გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ქვეცნობიერზე. ჩვენ კი ამ დროს არასოდეს დავფიქრებულვართ მოხდენილ ეფექტზე. მოცემული რჩევები შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს და საშუალება მოგვცეს დავამყაროთ უფრო კარგი ურთიერთობები. თუმცა ამაში დარწმუნება მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან თუ არის შესაძლებელი. ასე რომ ცდად მაინც ღირს!

 v თუ ჩვენ სხვა ადამიანს ვაგრძნობინებთ, რომ გულწრფელად გვიხარია მასთან შეხვედრა, მაშინ შემდეგ შეხვედრაზე ეს ადამიანი თვითონაც გახარებული იქნება ჩვენი ნახვით. სხვათაშორის, ძაღლები მუდმივად იყენებენ ამ ხერხს ჩვენთან მიმართებაში და დიდი წარმატებითაც. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ძაღლი უფრო ჭკვიანი და ძლიერი კომუნიკატორია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი.
 v როდესაც იცინის ადამიანების მთელი ჯგუფი, თვითოეული მათგანი უყურებს კონკრეტულად იმას, ვინც მასში ყველაზე უფრო დიდ სიმპათიას იწვევს (ან ვისაც ისურვებდა ახლობელ ადამიანად). თუ ყურადღებით დააკვირდებით ასეთ სიტუაციებს ხოლმე თქვენ უფრო ადვილად მიხვდებით ვის ვინ მოსწონს.
 v არცთუ ისე ცოტა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, თუ მოსაუბრის ფეხებს დავაკვირდებით. თუ მაგალითად მისი ფეხსაცმლის ცხვირი ჩვენ საპირისპირო მხარეს იყურება, მაშინ ეს როგორც წესი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სურს რაც შეიძლება მალე დაასრულოს საუბარი.
 v თუ თქვენ რომელიმე შეხვედრაზე ან თათბირზე ელოდებით ვინმეს მხრიდან მწვავე და არასასიამოვნო კრიტიკას, უმჯობესია ამ ადამიანს გვერდით მიუჯდეთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ის დაკარგავს მთელ თავის შემართებას და აგრესიულ განზრახვას. ყველა ვარიანტში მისი ტონი შერბილდება მაინც.
 v საკმაოდ სასარგებლო თვისებაა - გაცნობისას ადამიანის თვალის ფერის შემჩნევა. ის გაუცნობიერებლად იგრძნობს სიმპათიას ჩვენს მიმართ ოდნავ გახანგრძლივებული მხედველობითი კონტაქტის გამო.
 v მნიშვნელოვანი ინტერვიუს წინ სასარგებლო იქნება იმის წარმოდგენა, რომ ინტერვიუერთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ძირითადში ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას. ხოლო ჩვენი სიმშვიდე და უშუალობა კი შემდგომ გადაეცემა მოსაუბრეს.
 v თუ ჩვენზე ვიღაც ბრაზდება და ჩვენ ამ შემთხვევაში ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, მაშინ ბრაზი დიდი ალბათობით უფრო გამწვავდება. თუმცა მოგვიანებით ამ ადამიანს შერცხვება საკუთარი საქციელის.
 v როდესაც ჩვენ გვიწევს ისეთი რამის კეთება, რაც უკავშირდება დიდ პასუხისმგებლობას ან მოითხოვს ყურადღების გაძლიერებულ კონცენტრაციას, ერთი სიტყვით ის რაც გვაიძულებს ვინერვიულოთ, უკეთესი იქნება თუ დავღეჭავთ საღეჭ რეზინს ან შევჭამთ რამეს. ეს ქვეცნობიერის დონეზე ასოცირდება უსაფრთხოების შეგრძნებასთან ვინაიდან, ჩვენ ვჭამთ მაშინ, როდესაც არაფერი გვემუქრება.
 v ადამიანი ხშირად მზად არის წავიდეს ნაკლებ დათმობაზე, მის მერე რაც უარს იტყვის ხოლმე უფრო მეტი დათმობის გაკეთებაზე.

No comments:

Post a Comment