Wednesday 21 January 2015

საინტერესო ამოცანა

არც ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს არც ადვილი ამოცანა:

ოთხი მეგობრის სახელია: ანდრო, გიორგი, ნინი და ზვიადი. გვარებიც სახელების შესაბამისი აქვთ – ანდრიაძე, გიორგაძე, ნინიძე და ზვიადაძე. არცერთის გვარი არ ემთხვევა მის სახელს. ასევე ვიცით, რომ ნინის გვარი არ არის ანდრიაძე. გაიგეთ თვითოეულის სახელი და გვარი თუ ცნობილია, რომ იმის სახელი რომლის გვარია ზვიადაძე ჰგავს იმის გვარს ვის სახელსაც ემთხვევა გიორგის გვარი.

Saturday 17 January 2015

იპოვეთ რიცხვი

       arsebobs versia, rom erTxel amerikelma fsiqologebma es martivi testi SesTavazes ainStains rom daedginaT misi azrovnebis tempi. ainStainma, rasakvirvelia Zalian swrafad miiRo swori pasuxi – zustad ra droSi, samwuxarod CvenTvis ucnobia. ricxvebi marjvniv da qvemoT pirobiTia da SeiZleba aRniSnavdnen nebismier rames: fass, wonas ან sigrZes. saWiroa vipovoT ricxvi romelic Seesabameba marcxena, pirvel rigs ჯამს, anu kiTxvis niSans.
                     


Thursday 15 January 2015

სახალისო ლოგიკური მსჯელობები

თქვენი ლოგიკური მსჯელობის შემოწმება: რომელი დასკვნა გამომდინარეობს ამ მოცემულობებიდან (დასკვნის გამოტანის დროს იყავით ყურადღებით, ვინაიდან ის ზუსტი უნდა იყოს ლოგიკური თვალსაზრისით).
 აირჩიეთ – ა), ბ), და გ) ვარიანტებიდან ერთი სწორი.

1.   ბუსკას ეშინია როგორც თაგვების, ასევე ტარაკნების.
ა) ბუსკას არ ეშინია ტარაკნების;
ბ) ბუსკას ეშინია თაგვების;
გ) ბუსკას უფრო ეშინია თაგვების, ვიდრე ტარაკნების, თუმცა ტარაკნებისაც ეშინია.

2.   ცნობილია, რომ ბზღარტი აუცილებლად ან ჭრელია, ან რქიანია, ან ორივე ერთდროულად.
ა) ბზღარტს არ შეიძლება არ ჰქონდეს რქა;
ბ) ბზღარტი არ შეიძლება იყოს ერთფერიანი და თან არ ჰქონდეს რქა;
გ) ბზღარტი არ შეიძლება იყოს ჭრელი და ურქო ერთდროულად.

3.   თუ დიპლიპიტო მოწამლეს, ის მაშინვე გამოუშვებს ბუშტებს.
ა) თუ დიპლიპიდო უშვებს ბუშტებს, მაშასადამე ის მოწამლეს;
ბ) თუ დიპლიპიტო არ მოწამლეს, მაშინ ის არ გამოუშვებს ბუშტებს;
გ) თუ დიპლიპიტო არ უშვებს ბუშტებს, ე. ი. ის არ მოწამლეს.

4.   ყველა შტოლდი თამაშობს შაშს.
ა) არ არსებობს შტოლდი, რომელიც არ თამაშობს შაშს;
ბ) ყველა შაშის მოთამაშე არის შტოლდი;
გ)არ არსებობს შტოლდი, რომელიც თამაშობს შაშს.

5.   ბარბაცუნები არიან ან ლამაზები, ან მახინჯები. არ არის სწორი, რომ ეს ბარბაცუნა არ არის მახინჯი.
ა) ეს ბარბაცუნა ლამაზია;
ბ) ეს ბარბაცუნა საშუალო გარეგნობისაა;
გ) ეს ბარბაცუნა მახინჯია.

6.   ბუნებაში აღმოაჩინეს ათზე მეტი ჯიშის ტიალა. ყველა მათგანი წითელი ფერისაა.
ა) აღმოჩენილი ტიალებიდან ზოგიერთი მაინც იქნება წითელი ფერის;
ბ) აღმოჩენილი ტიალებიდან ზოგიერთი მაინც იქნება მწვანე ფერის;
გ) აღმოჩენილი ტიალებიდან ზოგიერთი არ არის წითელი ფერის.

7.   არსებობენ ტურები, რომლებსაც აქვთ ავადმყოფური შიკოპენდრია (შიკოპენდრია აქვს ყველა ტურას).
ა) ყველა ტურას არ აქვს ჯანმრთელი შიკოპენდრია;
ბ) ყველა ტურას არ აქვს ავადმყოფური შიკოპენდრია;
გ) არსებობენ ტურები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელი შიკოპენდრია.

8.      არ არის სწორი, რომ ჩვენი მირბაზი დიდია და მრგვალი.
ა) ჩვენი მირბაზი პატარაა და არ არის მრგვალი;
ბ) ჩვენი მირბაზი პატარაა, ან არ არის მრგვალი, ან ერთიც და მეორც ერთდროულად;
გ) ჩვენი მირბაზი პატარაა, ან არ არის მრგვალი, მაგრამ არა ერთიც და მეორც ერთდროულად;

9.   ჯონი ყოველთვის ან ღუზღუზებს ან ჭახჭახებს.
ა) ჯონი ზოგჯერ ღუზღუზებს;
ბ) ჯონი ზოგჯერ ღუზღუზებს, ზოგჯერ კი ჭახჭახებს;
გ) ჯონი ერთდოულად არასოდეს არ ღუზღუზებს და ჭახჭახებს.

10.  ჟურნალისტებმა მოიტყუეს, რომ ჭაობის ჭინკა გაუნათლებელია და უხეში.
ა) სინამდვილეში ჭაობის ჭინკა განათლებულია და ნაზი;
ბ) სინამდვილეში ჭაობის ჭინკა გაუნათლებელია, მაგრამ არ არის უხეში;
გ) ამ ჟურნალისტებმა მოიტყუეს.

11.   თუ დავბერტყეთ ტამბურბაზი, ატყდება სროლა. ტამბურბაზი დავბერტყეთ.
ა) სროლა უკვე დაიწყო;
ბ) სროლა ოდესმე დაიწყება;
გ) სროლა ოდესმე დაიწყება ან უკვე დაიწყო.

12.  თუ გამოჩნდა ადიობე, მაშინვე დაბნელდება. უკანასკნელი საათის განმავლობაში არ დაბნელებულა.
ა) უკანასკნელი საათის განმავლობაში ადიობე არ გამოჩენილა;
ბ) უკანასკნელი საათის განმავლობაში ადიობე  გამოჩნდა;
გ) არავის არ უნდა ელოდო.

13.  უზარმაზარმა მუტრუკმა შეაშინა სოფლის ხუცესი.
ა) ხუცესმა ნახა ცუდი სიზმარი;
ბ) ხუცესმა დალია უხარისხო სასმელი;
ხუცესი იყო შეშინებული.

14. თუ ბანგურას ყურზე მოვფხანთ, ის სიამოვნებისგან იჟღურტულებს. თუ ბანგურა სიამოვნებისგან იჟღურტულებს მაშინ სადმე ახლო–მახლო ამჟავდება რძე.
ა) თუ ბანგურას ყურზე არ მოვფხანთ, მაშინ სადმე ახლო–მახლო რძე არ ამჟავდება;
ბ) თუ ბანგურას ყურზე მოვფხანთ, მაშინ სადმე ახლო–მახლო ამჟავდება რძე;
გ) რძე სადმე მოშორებით არასოდეს არ ამჟავდება, ბანგურას ყურზე მოფხანვის შედეგად.

15.   ყველას, ვინც ხმამაღლა ქიშქიშებს, აუცილებლად ჭამენ. ყველა ჯამნა ხმამაღლა ქიშქიშებს.
ა) ყველა, ვინც ხმამაღლა ქიშქიშებს – ჯამნაა;
ბ) ყველა ჯამნას აუცილებლად ჭამენ;
გ) ზოგიერთ ჯამნას არ ჭამენ.

16.  გავაპულკოს მახლობლად მდებარე მდინარეებში ბინადრობს როგორც რაშტალა, ისე ვარგი.
ა) გავაპულკოს მდებარე მდინარეებში არ ბინადრობს რაშტალა;
ბ) გავაპულკოს მდებარე მდინარეებში ბინადრობს ვარგი;
გ) გავაპულკოს მდებარე მდინარეებში ბინადრობს მხოლოდ რაშტალა და ვარგი.

17.   ყველა ლაცუნტულა გამოირჩევა ჭკუით ან სილამაზით, ზოგჯერ კი ორივეთი ერთდროულად.
ა) არ არსებობს სულელი, ულამაზო ლაცუნტულა;
ბ) ლაცუნტულა არ შეიძლება იყოს სულელი;
გ) არ არსებობს ჭკვიანი, ლამაზი ლაცუნტულა.

18.   როცა გძინავთ თქვენ ყოველთვის ღრუტუნებთ.
ა) თუ თქვენ ღრუტუნებთ, მაშასადამე თქვენ გძინავთ;
ბ) თუ თქვენ არ გძინავთ, თქვენ არ ღრუტუნებთ;
გ) თუ თქვენ არ ღრურუნებთ, მაშასადამე თქვენ არ გძინავთ.

19.   ყველა გულშემატკივარს უყვარს ჩოგრა.
ა) არ არსებობენ გულშემატკივრები, რომლებსაც არ უყვართ ჩოგრა;
ბ) ყველა, ვისაც უყვარს ჩოგრა, გულშემატკივრობს ვაღაცას;
გ) არ არსებობენ გულშემატკივრები, რომლებსაც უყვართ ჩოგრა.

 20.  არის ყურისმცქმეტელის მხოლოდ ორი სახეობა: წითელი და ლურჯი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ყურისმცქმეტელს. აღმოჩნდა, რომ ის არ არის ლურჯი.
ა) ეს ყურისმცქმეტელი ყვითელია;
ბ) ეს ყურისმცქმეტელი ლურჯწითელია;
გ) ეს ყურისმცქმეტელი წითელია.

21.  ნაპოვნია იოხოზავრების უამრავი ნეშთი. მაგრამ ყველა ეს ნაპოვნი ნეშთი ცუდად არის შენახული.
ა) იოხოზავრების ზოგი ნეშთი საკმაოდ ცუდად არის შენახული;
ბ)  იოხოზავრების ზოგი ნეშთი კარგად არის შენახული;
გ) ყველა შემთხვევაში, იოხოზავრების არცერთი  ნეშთი არ არის კარგ მდგომარეობაშია.

22.  ზოგი ერგოპათია არ არის სტაბილური.
ა) მცდარია, რომ ყოველი ერგოპათია არ არის სტაბილური;
ბ) არსებობს სტაბილური ერგოპათია;
გ) ყოველი ერგოპათია არ არის სტაბილური.

23.  ამბობენ, რომ ბანდარანაიკე მახვილია და მლაშე. თურმე ეს ასე არ არის.
ა) სინამდვილეში ბანდარანაიკე ბლაგვია და მტკნარი:
ბ) სინამდვილეში ბანდარანაიკე ბლაგვია ან მტკნარი, ან ორივე ერთდროულად:
გ) სინამდვილეში ბანდარანაიკე ბლაგვია ან მტკნარი, მაგრამ არა ორივე ერთდროულად.

24.  შვანჰაუზენი ყოველთვის ან დარბის ან სუნთქავს.
ა) შვანჰაუზენი სუნთქავს სირბილის დროდ;
ბ) შვანჰაუზენი როცა დგას არ სუნთქავს;
გ) შვანჰაუზენი არ სუნთქავს სირბილის დროს.

25.  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხვალინდელი შეხვედრა დაეთმობა ჯღარკისფერ ტურფას აღმოჩნდა მცდარი.
ა) ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი;
ბ) შეხვედრა დაეთმობა  არა ტურფას;
გ) შეხვედრა დაეთმობა ტურფას, მაგრამ არა ჯღარკისფერს.

26.  თუ ბეგოს წყალი შევასხით, ის მაშინვე გაფუჭდება. ბეგო არ არის გაფუჭებული. ეხლა წყალს შევასხამთ.
ა) ბეგოს ნუ ვაწყენინებთ;
ბ) ბეგო გაფუჭდება;
გ) ბეგო არ გაფუჭდება.

27.  თუ ბეგოს წყალი შევასხით, ის მაშინვე გაფუჭდება. ბეგო არ არის გაფუჭებული.
ა) ბეგოსთვის წყალი არ შეუსხამთ;
ბ) ბეგოს წყალი შეასხეს;
გ) გაანებეთ თავი ამ ბეგოს.

28.  კაკუნინიმ გაანება თავი ამ ტესტს იმის მერე, რაც უპასუხა მხოლოდ 27 კითხვას.
ა) კაკუნინი ტესტის კეთებამ დაღალა;
ბ) კაკუნინის დაურეკა მეგობარმა და ისინი წავიდნენ კინოში;
გ) კაკუნინიმ არ დაასრულა ტესტი.

29.  თუ ზუზუკას ვაჭმევთ ის დაწყნარდება. წყნარი ზუზუკა  შეიძლება გავასეირნოთ.
ა) თუ  ზუზუკას არ ვაჭმევთ, მას ვერ გავასეირნებთ;
ბ) ზუზუკას შეიძლება არ ვაჭამოთ და გავასეირნოთ, ის თვითონ იპოვის რამეს და შეჭამს;
გ) ჭამის მერე ზუზუკა შეიძლება გავასეირნოთ.

30.  თუ ბუნცულას გავამხიარულებთ ის მოგვცემს რძეს. ბუნცულა გამხიარულდება, თუ კუდზე მოვქაჩეთ.
ა) ბუნცულა არ მოგვცემს რძეს იმ შემთხვევაში, თუ კუდზე არ მოვქაჩეთ;
ბ) არავის არ გაუხარდება, თუ მას კუდზე მოვქაჩავთ;
გ) თუ ბუნცულას კუდზე არ მოვქაჩავთ, ის არ მოგვცემს რძეს.


Monday 12 January 2015

იპოვეთ ამ სურათზე 10 ლომის გამოსახულება!

შეეცადეთ წაიკითხოთ აქ რა წერია:

"მშევნოლბინა არ ავქს, რორგოი თადბერმივმონით აირან გელბაგუნალი აბეოსი საშტყივი. სბისავეთ სიმარკასია, რომ პევლირი და უნეკასნლაკი ასო იოყს თივას ალგადის".

სად გაქრა 10 ლარი?

      მაღაზიაში წასასვლელად მეზობელს ვესესხე 100 ლარი, მაგრამ გზაში დავკარგე. ბედად ქუჩაში შემხვდა მეგობარი, რომელმაც 50 ლარი მასესხა. მაღაზიაში ვიყიდე ორი ათლარიანი ნამცხვარი. დამრჩა 30 ლარი, რომელიც დავუბრუნე მეზობელს, თუმცა მისთვის კიდევ  მისაცემი მაქვს 70 ლარი, ამას დამატებული მეგობრისთვის დასაბრუნებელი 50 ლარი, მთლიანად ჩემი ვალია – 120 ლარი. პლუს მაქვს ორი ათლარიანი ნამცხვარი, ანუ ჯამში გამოდის 140 ლარი. სად გაქრა 10 ლარი?