ყველაზე პოპულარული ფაკულტეტები

    2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ფაკულტეტებზე შეტანილი განცხადებების და ჩარიცხული აბიტურიენტების მიერ მიღებული ქულების ანალიზის საფუძველზე შეიძლება გარკვეული დასკვნის გამოტანა. რომელია ის ფაკულტეტები, რომლებიც აღინიშნა ყველაზე უფრო მაღალი საკონკურსო ქულებით?
ესენია თსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართალის ფაკულტეტები. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება და ა. შ.

    აქ მოყვანილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო რეგისტრაციის და თსუ–ს სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა ჯამური ცხრილი, თავისი კოეფიციენტებით და იმ მინიმალური ქულების მაჩვენებლებით, რომლების მიღებაცაა სავარაუდოდ საჭიროა ყოველ საგანში, ამ ფაკულტეტებზე მოსახვედრად. ამ ცხრილში ნახავთ იმასაც, თუ კონკრეტულად რამდენი ქულის მიღებაა საჭირო ამისთვის. რასაკვირველია უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მონაცემებიც.


ძირითადი განმარტებები: 
მეორე ჰორიზონტალურ გრაფაში I, II, III, IV, V ციფრების ქვეშ არის მოცემული აბიტურიენტების მიერ გაკეთებული განცხადებების რაოდენობა პრიორიტეტების მიხედვით. აქ ძირითადში ყურადსაღებია I ადგილზე დაფიქსირებულთა რიცხვი. პოპულარულობის ერთერთ ძირითად განმსაზღვრელ კრიტერიუმად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფაკულტეტზე მისაღებად გამოცხადებული ადგილების და  I  ნომრად აქ დაფიქსირებულ მსურველთა შეფარდება. მაგ. თსუ–ს საერთაშორისო ფაკულტეტზე მისაღებია 70 სტუდენტი. აქ მოხვედრის სურვილი კი თავისი განაცხადით გამოთქვა 889 აბიტურიენტმა და კიდევაც ეს დააფიქსირა  I  ნომრად. ე. ი. გვაქვს შეფარდება 889:70=12,7. ანუ ამ ფაკულტეტზე მოსახვედრი კონკურსი გულისხმობს, რომ ერთ ადგილს დაახლოებით 13 მაძიებელი ჰყავს. თუ დაუმატებთ კიდევ შესაძლო კონკურსანტებს, რომლებსაც  II და III - ნომრად აქვთ მითითებული ეს ფაკულტეტი და ვერ მოხვდენ იქ , რომელიც  I ნომრად ჰქონდათ დაფიქსირებული, მაშინ ეს რიცხვი გაიზრდება და გახდება დაახლოებით 15,0.  სხვათა შორის ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტია. ამაში დარწმუნდებით, თუ ჩაატარებთ იგივე ამ მარტივ მათემატიკურ ოპერაციას სხვა ფაკულტეტებთან მიმართებაში. საერთოდ კი ასეთი გამოანგარიშებები დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რომელი ფაკულტეტი რა პოპულარობით სარგებლობს და  რა შანსები გაქვთ იქ  მოხვედრისა. რასაკვირველია ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ ის მონაცემებიც რომელიც გაგაჩნიათ.

შემდეგ არის მოცემული ის მინიმალური ქულები, რომელიც სავარაუდოდ სჭირდება აბიტურიენტს ოთხივე საგანში სხვადასხვა ფაკულტეტებზე მოსახვედრად.

ბოლოს კი კოეფიციენტებია, რომლებსაც უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება  და პრინციპში რომლებიც ჯამში განსაზღვრავენ თქვენ საბოლოო შედეგებს!

No comments:

Post a Comment