პროფორიენტაციის ტესტი

კითხვარი „პროფესიული მიდრეკილებების განსაზღვრა“  

მიდრეკილება არის სწრაფვა ამა თუ იმ საქმიანობის მიმართ. იმისათვის, რომ გაარკვიოთ თქვენი  პროფესიული მიდრეკილებები, მოცემული სამი მსჯელობიდან ), ) და )  აირჩიეთ ერთი და შემოხაზეთ. თუ არცერთი ვარიანტი არ გაკმაყოფილებთ, აირჩიეთ ის, რომელიც ნაკლებად არ მოგწონთ.


1. მინდა, რომ ჩემს პროფესიონალურ საქმიანობაში:
) ურთიერთობა მქონდეს სხვადასხვა ადამიანებთან;
) გადავიღო ფილმები, დავწერო წიგნები, დავხატო, გამოვიდე სცენაზე და ა.შ.
) ვაწარმოო გაანგარიშებები და დოკუმენტაცია.
2. წიგნში ან კინოსურათში ყველაზე უფრო მეტად მიტაცებს:
    ) ავტორის ჩანაფიქრის წვდომა;
    ) მხატვრული ფორმა, მწერლის ან რეჟისორის ოსტატობა;
    ) სიუჯეტი, მთავარი გმირების მოქმედებები.
3. ყველაზე უფრო მეტად ნობელის პრემიის მიღება გამიხარდებოდა: 
    ა) საზოგადოებრივ საქმიანობაში;
    ბ) მეცნიერების სფეროში;
    გ) ხელოვნების სფეროში.
4. უფრო დავთანხმდები, რომ ვიყო:
    ა) მთავარი ინჟინერი;
    ბ) ექსპედიციის უფროსი;
    გ) მთავარი ბუღალტერი.
5. კაცობრიობის მომავალს განაპირობებს:
    ა)  ადამიანებს შორის ურთიერთგაგება;
    ბ) მეცნიერული აღმოჩენები;
    გ) წარმოების განვითარება.
6. თუ  გავხდი უფროსი, პირველ რიგში:
   ) შევქმნი მეგობრულ,შეკრულ კოლექტივს;
   ) შევიმუშავებ სწავლების ახალ ტექნოლოგიებს;
   ) დავამუშავებ დოკუმენტაციას.
7. ტექნიკის გამოფენაზე ჩემს ყურადღებას, პირველ რიგში იპყრობს: 
   ) ექსპონატების შიდა მოწყობილობა;
   ) მათი პრაქტიკული გამოყენება;
   ) ექსპონატების გარეგნული მხარე (ფერი,ფორმა).
8. ადამიანებში პირველ რიგში  ვაფასებ:
   ) კეთილგანწყობას და გულისხმიერებას;
   ) სითამამეს და გამძლეობას;
   ) პასუხისმგებლობას და მოწესრიგებულობას.
9. თავისუფალი დრო მინდა ხოლმე, რომ დავუთმო:
   ) სხვადასხვა  ცდების და ექსპერიმენტების ჩატარებას;
   ) ლექსების, მუსიკის წერას, ხატვას;
   ) ვარჯიშს.
10. უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას უფრო დამაინტერესებდა:
   ) ქვეყნის კულტურისა და ისტორიის გაცნობა;
   ) ექსტრემალური ტურიზმი (ალპინიზმი, ვინდსერფინგი, სამთო   თხილამურები);
   ) საქმიანი ურთიერთობები.
11. მე უფრო მაინტერესებს საუბარი: 
   ა) ადამიანურ ურთიერთობებზე;
   ბ) ახალ სამეცნიერო მიღწევებზე;
   გ) მანქანებისა და კომპიუტერების ახალი მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებზე.
12. ჩემს სკოლაში სხვადასხვა საქმიანობის შესწავლის ეს სამი სექცია რომ იყოს, მათგან ავირჩევდი
   ა) ტექნიკოს–გამომგონებელთა;
   ბ) მუსიკალურს;
   გ) სპორტულს.
13. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: 
   ა) მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესებას;
   ბ) მოსწავლეთა ჯანმრთელობას, სპორტში ჩაბმას;
   გ) დისციპლინის დაცვას.                                                

14. დიდი სიამოვნებით ვუყურებ:
   ა) სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს;
   ბ) გადაცემებს კულტურასა და ხელოვნებაზე;
   გ) სპორტულ ტელეგადაცემებს.

15. ვისურვებდი მუშაობას: 
   ა) ბავშვებთან ან თანატოლებთან;
   ბ) მანქანებთან, მექანიზმებთან;
   გ) ბუნების სხვადასხვა ობიექტებთან და წარმომადგენლებთან.
16. სკოლამ, პირველ რიგში, უნდა:
   ა) ასწავლოს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან;
   ბ) მისცეს ცოდნა;
   გ) ჩამოუყალიბოს მუშაობის ჩვევები.
17. ცხოვრებაში მთავარია: 
   ა) გქონდეს შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობა;
   ბ) მისდიო ცხოვრების ჯანსაღ წესს;
   გ) დაწვრილებით დაგეგმო შენი საქმიანობა.
18. სახელმწიფომ  პირველ რიგში უნდა იზრუნოს: 
   ა) მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე;
   ბ) მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებზე;
   გ) მოქალაქეების მატერიალურ კეთილდღეობაზე.
19. გაკვეთილებიდან ყველაზე უფრო მომწონს: 
   ა) სხვადასხვა ჩხირკედელობის,  შრომის;
   ბ) ფიზკულტურის;
   გ) მათემატიკის.
20. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა:
   ა) საქონლის გაყიდვა;
   ბ) ნაკეთობების დამზადება;
   გ) საქონლის წარმოების დაგეგმვა.
21. კითხვას უპირატესობას ვანიჭებ სტატიებს: 
   ა) გამოჩენილ მეცნიერებსა და მათ აღმოჩენებზე;
   ბ) საინტერესო გამოგონებებზე;
   გ) მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
22. თავისუფალ დროს მიყვარს: 
   ა) კითხვა, ფიქრი, მსჯელობა;
   ბ) ჩხირკედელობა, კერვა, ცხოველების, მცენარეების მოვლა;
   გ) სიარული გამოფენებზე, კონცერტებზე, მუზეუმებში.
23. უფრო მეტად დამაინტერესებდა ცნობები: 
   ა) მეცნიერულ აღმოჩენებზე;
   ბ) სამხატვრო გამოფენებზე;
   გ) ეკონომიკურ სიტუაციებზე.
24. მირჩევნია ვიმუშაო:
   ა) შენობაში, სადაც ბევრი ხალხია;
   ბ) უჩვეულო პირობებში;
   გ) ჩვეულებრივ კაბინეტში.
შედეგების დამუშავება.
მას შემდეგ, რაც ყველა შეკითხვას უპასუხებთ, ჩაწერეთ არჩეული პასუხები ქვემოთმოცემულ ბლანკში კითხვების ნომრების შესაბამისად. ბოლოს დაითვალეთ თქვენი პასუხების და ბლანკში ჩაწერილი ასოების დამთხვევების რაოდენობა ექვსივე სვეტში ცალ–ცალკე და ჩაწერეთ ჯამი უკანასკნელ გრაფაში.
ექვსი სვეტი - მოღვაწეობის ექვსი სფეროა. ყურადღება მიაქციეთ იმ სფეროებს, სადაც მეტი ქულები მოაგროვეთ.
10-12 - ქულა მკვეთრად გამოხატული პროფესიული მიდრეკილება.
7-9
  - ქულა მიდრეკილება გარკვეული სახის საქმიანობისკენ.
4-6
  - ქულა სუსტად გამოხატული პროფესიონალური მიდრეკილება.
0-3
  - ქულა პროფესიული მიდრეკილება არ შეიმჩნევა.
1 - ადამიანებთან მუშაობის სფერო.  პროფესიები, დაკავშირებული მართვასთან, აღზრდასთან, სწავლებასთან, სხვადასხვა სახის მომსახურებასთან (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, საინფორმაციო). ამ ჯგუფის პროფესიებში წარმატებულებს ახასიათებთ ურთიერთობის ნიჭი, სხვადასხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი, მათი ხასიათის, განზრახვების გაგება. პედაგოგი, ჟურნალისტი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, პერსონალის მენეჯერი, გამომძიებელი, გამყიდველი.
2 - მიდრეკილება კვლევითი (ინტელექტუალური) საქმიანობისკენ. სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებული პროფესიები. სპეციალური ცოდნის გარდა ეს ადამიანები გამოირჩევიან რაციონალურობით, დამოუკიდებელი მსჯელობებით, ანალიტიკური აზროვნებით. ესენია: მეცნიერი, მკვლევარი (მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, არქეოლოგი, ინჟინერი, ექიმი, არქიტექტორი, იურისტი, ეკოლოგი, პროდიუსერი და სხვა.
3 - პრაქტიკული მოღვაწეობისკენ მიდრეკილება, ტექნიკური ინტერესების სფერო. ასეთი პროფესიების წრე ფართოა. შენობა-ნაგებობების, ხიდების, კონსტრუქციების მონტაჟი, რემონტი;  ტრანსპორტის მართვა, ტელე–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამართვა და მომსახურება, ნაკეთობების დამზადება. მეტალის წარმოება, დამუშავება, მექანიზმებისა და ხელსაწყოების აწყობა, მონტაჟი; ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მომსახურება და  რემონტი. ესენია: პროგრამისტი, ელექტროტექნიკოსი, Web-ოსტატი, ინჟინერი, მშენებელი, ტექნოლოგი, დისპეტჩერი და სხვა.
4 - მიდრეკილება  ხელოვნებისადმი, ესთეტიკური სახის მოღვაწეობისკენ. შემოქმედებითი ხასიათის პროფესიები, დაკავშირებული სახვით, მუსიკალურ, ლიტერატურულ–მხატვრული, სამსახიობო-სასცენო მოღვაწეობასთან. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს სპეციალურ  (მუსიკალურ, ლიტერატურულ, სამსახიობო) მონაცემებთან ერთად ახასიათებთ ორიგინალობა და დამოუკიდებლობა. ესენია: მხატვარი, დიზაინერი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი, რეკლამის სპეციალისტი, მოდელიერი, კულინარი, კოსმეტოლოგი და სხვა. 
5 - მიდრეკილება ფიზიკური, ექსტრემალური საქმიანობისკენ. პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია სპორტთან, მოძრავ საქმიანობასთან, მოგზაურობასთან, საექსპედიციო სამუშაოებთან, დაცვის, ოპერატიულ-საგამოძიებო და სამხედრო სამსახურთან. ყოველი მათგანი განსაკუთრებით მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას, ჯანმრთელობას და ძლიერ ნებისყოფას. ესენია: სპორტსმენი, სამედიცინო პერსონალი, პოლიციელი, სამხედრო, ფერმერი, ბარმენი, ბრიგადირი, სტიუარდესა, ექსპედიტორი გამყიდველი, და სხვა.
6 - მიდრეკილება საგეგმო–ეკონომიკური ხასიათის საქმიანობისკენ, მატერიალური ინტერესების სფერო. პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია გაანგარიშებასა და დაგეგმვასთან, საქმის წარმოებასთან,  ტექსტების ანალიზთან და მის დამუშავებასთან, ობიექტების სქემატურ გამოხატულებასთან. ეს პროფესიები  ადამიანისგან მოითხოვს აკურატულობას და ორგანიზებულობას. ესენია: ადმინისტრატორი, მენეჯერი, აუდიტორი, ბუღალტერი, ეკონომისტი, სტატისტიკოსი, მეწარმე, ბროკერი, რედაქტორი, მთარგმნელი, ლინგვისტი მხაზველი, ტოპოგრაფი, მოლარე.  

პასუხების ბლანკი «პროფესიული მიდრეკილებები»:

კითხვის
     №
 I
 II
 III
 IV
 V
 VI
 1
 


 

 
 2

 

 
 

 3
 
 

 


 4


 

 
 
 5
 
 
 



 6
 
 



 
 7

 
 
 


 8
 



 
 
 9

 

 
 

10



 
 
 
11
 
 
 



12


 
 
 

13
 



 
 
14

 

 
 

15
 

 

 

16
 

 


 
17



 
 
 
18
 
 
 



19


 

 
 
20
 

 


 
21

 
 
 


22

 
 
 


23

 

 

 
24
 



 
 
ჯამი






No comments:

Post a Comment