რჩევები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისათვის

 აქ განვიხილავთ უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალს, აგრეთვე იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა, რომ გავითვალისწინოთ მათი არჩევისას. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შარშან რეგისრაცია დაიწყო 20 თებერვლიდან იგივეა მოსალოდნელი წელს

განვიხილოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შარშანდელი რეგისტრაციის ნიმუში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაბარების პირობები უკანასკნელი 4–5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება, ერთი–ორი უმნიშვნელო დეტალის გარდა. ამონაწერი 2014 წლის "ცნობარი აბიტურიენტებისათვის":
განაცხადი შეგიძლიათ გააკეთოთ ერთი  და  იმავე  ან  სხვადასხვა  
საგანმანათლებლო  დაწესებულების  აკადემიურ  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისთვის. განაცხადის  შევსებისას  აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს: 
   
–  აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); 
–  გაზრდილია  თუ  არა  უმაღლესი  სასწავლებლის  მიერ  მინიმალური  კომპეტენციის ზღვარი; 
–  მიუთითა თუ არა საგანმანათლებლო პროგრამამ სპეციალური მოთხოვნები; 
–  უმაღლესი  სასწავლებლის  მიერ  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  ჩასაბარებელი 
გამოცდისათვის  მინიჭებული კოეფიციენტი; 

კოეფიციენტების  მინიჭებით  უმაღლესი  სასწავლებელი  განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება.  

ასევე უნდა გაითვალისწინოთ: 
–  საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; 
–  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების საფასური; 
–  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ენა; 

ჩვენ აქ შევეცდებით უფრო დაწვრილებით გავარჩიოთ ყველა პუნქტი.
– 1 პუნქტი ეხება აკრედიტაციას და იმას ნიშნავს, რომ არააკრედიტებული უმაღლესი არც ფინანსდება და მის დიპლომსაც ქვეყანაში ფაქტიურად  ძალა და ფასი არ აქვს;
– 2 პუნქტი მარტივია და გულისხმომს ფაკულტეტზე სწავლების ენას;
– 3 ეს არის დაფინანსება 50%, 70% და 100% გრანტის მიხედვით( უფასო მიმართულებები კიდევ სხვა თემაა); 
– 4 ეს არის უკვე ფაკულტეტზე სწავლების დროს მოსაპოვებელი კრედიტების რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე (ჩაბარების) არ არის თქვენთვის აქტუალური;
– 5 ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. აქ მითითებულია წლიური გადასახადის საფასური. როგორც ხედავთ თსუ–ში ეს არის 2250 ლარი. ზოგიერთ უმაღლესებში ის გაცილებით დიდია ხოლმე. არის უნივერსიტეტები სადაც ის შეადგენს წლიურად 6000–7000 ლარს. ამას სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება განსაკუთრებით მშობლების მხრიდან. ხშირად გადასახადის ოდენობას მშობელი აფიქსირებს მხოლოდ მაშინ, როცა უშუალოდ გადახდის ფაქტის წინაშე დგება. შემდგომ კი არის შემთხვევები, როცა  გადაუხდელობის გამო სტუდენტი იძულებულია  შეწყვიტოს სწავლა.
  გრანტის მიღება ხდება გამოცდების დროს მიღებული ქულების მიხედვით. ამას ცალკე გავაშუქებთ ქვემოთ.
– 6 პუნქტი ფაკულტეტზე მისაღებ აბიტურიენტთა რაოდენობაა.
ამის მერე იწყება ყველაზე საინტერესო – 7 პუნქტი! 
ჩამოთვლილია სავალდებულო და არჩევითი საგნების ნუსხა (წელს მათ დაემატება სამოქალაქო განათლება). ყოველი საგნის ქვემოთ კი მითითებული რიცხვი არის უნივერსიტეტის მიერ ამ საგნისთვის დაწესებული კოეფიციენტი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ აბიტურიენტთა და მათი მშობლების დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის კოეფიციენტი და საერთოდ რისთვის არის ის. ამ კოეფიციენტების მინიჭებით  უმაღლესი სასწავლებელი  განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ანუ კონკრეტულ საგანში მიღებული ქულა მრავლდება ამ კოეფიციენტზე. უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ რას ნიშნავს ეს თსუ–ს მაგალითზე. ცხრილიდან ვხედავთ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ოთხივე ჩასაბარებელ საგნებს ერთი და იგივე კოეფიციენტი – 3 აქვს. ამ შემთხვევაში ოთხივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა, წონა აქვს. შემდეგ მოდის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტები. აქ უკვე სხვა სურათია ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას და მათემატიკას აქვს 2 კოეფიციენტი და შესაბამისად მათი ქულები მრავლდება 2–ზე, ხოლო ზოგად უნარებს – 6, ე. ი. მისი ქულები მრავლდება 6–ზე ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ზოგად უნარებს ყოველ სხვა საგანთან მიმართებაში სამჯერ მეტი წონა აქვს. ცხრილიდან ჩანს, რომ  რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს აქ შეფარდება უნარებსა და ისტორიას ან უცხოურ ენას შორის იზრდება და საერთოდ ხდება 6 : 1. გავაანალიზოთ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად. 
უცხოური ენების გამოცდის მაქსიმალური ქულაა – 100, ზოგადი უნარების  – 80. მაგალითად, თუ X აბიტურიენტმა უცხოურ ენაში მიიღო დავუშვათ – 90 ქულა x 2 = 180, ხოლო ზოგად უნარებში – 55 x 6 = 330, ჯამში – 510. ეხლა Y აბიტურიენტი მაგალითად იღებს უცხოურ ენაში – 76 x 2 = 152, ხოლო ზოგად უნარებში – 60 x 6 = 360, ჯამში – 512, რაც ცხადია, რომ მეტია 510–ზე. ე. ი. –  ზოგადი უნარების 5 ქულა  მეტია ვიდრე სხვა საგნის 14 ქულა. ანუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოსახვედრ კონკურსში ზოგადი უნარების 5 ქულა უდრის სხვა საგნის 15 ქულას. იურუდიულ ფაკულტეტზე, ეს შეფარდება ხდება ექვსმაგი. შესაბამისად აქ უნარების 5 ქულა უტოლდება ისტორიის და უცხოური ენების 30 ქულას თვითოეულ საგანში! აქედან გამომდინარე, ხომ ხვდებით, რომ ამ ფაკულტეტებზე ზოგადი უნარების ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტების ასეთი მიდგომა სავსებით გამართლებულია (არ დაგვავიწყდეს, რომ კოეფიციენტებს ადგენს არა განათლების სამინისტრო ან საგამოცდო ცენტრი, არამედ თვითონ უმაღლესი სასწავლებელი), ვინაიდან კარგი სპეციალისტის მოსამზადებლად მათ პირველ რიგში სჭირდებათ ლოგიკურად ძლიერად მოაზროვნე სტუდენტები. იგივე სურათია ილიას უნივერსიტეტის თითქმის ყველა ფაკულტეტზე, თავისუფალ უნივერსიტეტში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. თუმცა შესაძლებელია, რომ რომელიმე უნივერსიტეტის ფაკულტეტზე მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურას ან სხვა საგანს ჰქონდეს უფრო დიდი კოეფიციენტი. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით, თქვენს მიერ არჩეულ სპეციალობაზე რომელ საგანს რა კოეფიციენტი აქვს და ამის მიხედვით განსაზღვრეთ მომზადების პრიორიტეტები.
რაც შეეხება მე–8 პუნქტს, რომელიც უკვე ქვემოთაა. ალბათ იცით, რომ საერთოდ გამოცდა ბარდება სამ სავალდებულო საგანსა (ქართული  ენა და ლიტერატურა, ზოგადი  უნარები, უცხოური ენა) და მეოთხე არჩევით საგანში. ამ მეოთხე არჩევით საგანს ადგენენ უნივერსიტეტები. შესაძლებელია, რომ ეს იყოს რამოდენიმე მათგანი. ყოველი მეოთხე საგნის მიხედვით ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობა ნაჩვენებია შესაბამისი არჩევითი საგნის ქვემოთ მოცემულ გრაფაში – "ადგილების ქვოტა არჩევითი საგნების მიხედვით". მაგ. თსუ–ს იურიდიულ ფაკულტეტზე მათემატიკით იღებენ – 216–ს, ისტორიით – 270–ს, ხოლო ლიტერატურით – 54 აბიტურიენტს.
 ამის ქვემოთ არის კომპეტენციის ზღვარის გრაფა. ის განსაზღრავს იმ მინიმალურ ქულებს, მხოლოდ რომლის მიღების შემთხვევაში განიხილება ამ აბიტურიენტის ქულები კონკურსში.
ეხლა გრანტის კონკურსის შესახებ. იმის გარდა, რომ არსებობს ე. წ. უფასო მიმართულებები (მაგ. არქეოლოგია, ფილოსოფია, განათლება, ეკონომიკა, ზუსტი მეცნიერებებ და სხვა მათ შესახებ ქვემოთ) პოპულარული ფაკულტეტებზე (ბიზნესი, სამართალი, მედიცინა და სხვა) მოხვედრილთა დაფინანსება ხდება გრანტის კონკურსის მიხედვით. გაიცემა ხოლმე 100%-იანი, 70%-იანი  და 50%-იანი სასწავლო გრანტი. კოეფიციენტების მსგავსად ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას - 1.5, ხოლო ყველა სხვა  საგამოცდო  საგანს - 1). თითოეულ გამოცდაში  მოპოვებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება. ანუ აქაც ზოგადი უნარების ქულებს მეტი წონა აქვს სხვებთან შედარებით. ბოლოს კი გაითვალისწინეთ, რომ 100% – იან გრანტს ყოველწლიურად იღებს ხოლმე  მხოლოდ 1000 აბიტურიენტი.



სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:







    
ეს არის შარშანდელი ე. წ. უფასო ფაკულტეტები, ანუ რომელ მიმართულებებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო. შესაბამისად აქ საკმარისია უბრალოდ კონკურსში გასვლა (თუ გეყოფათ დაბალი ქულებითაც) და სწავლის მთელი დროის განმავლობაში სტუდენტს აღარ მოუწევს სწავლის საფასურის გადახდა. აქაც სავარაუდოდ დიდი ცვლილებები არც წელს არის მოსალოდნელი.

"2014-2015 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

აგრარული მეცნიერებანი:  აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე.
განათლება: განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება.
ინჟინერია: საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები.
სოციალური მეცნიერებები: ეკონომიკა
ჰუმანიტარული მეცნიერებანი: ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია.
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები: არქიტექტურა, არქეოლოგია."

ამ გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ახერხებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც თსუ–ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაგივრად აბარებენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელიც პირველისგან განსხვავებით სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სწავლის პროცესი კი დაახლოებით ერთნაირია



No comments:

Post a Comment